ვიპ ორთოპედიული მატრასი ,,დელუქსი"
ორთოპედიული ცალმხრივი მატრასი – მაქსიმუმი სირბილისა და მდგრადობისთვის
ორთოპედიულ მატრასს მაქსიმუმი სირბილის და მდგრადობის შესაქმნელად ზემოდან ეკვრის მემორის ლეიბი, რაც განაპირობებს მის მაქსიმალურ სირბილეს და ანატომიურობას.
იდეალურია მათთვის, ვისი წონის კატეგორია აღემატება 120 კგ-ს.
ასეთი მატრასის გვერდები დაცულია დეფორმაციისგან.
დამატებით ლეიბიანი მატრასები — მიმოხილვა
Pillow-Top მატრასები გამორჩეულია დამატებითი შრეებით, რომლებიც ქმნის განსაკუთრებულ სიფაფუკეს და რბილ შეგრძნებას. ისინი ამცირებს ზეწოლას სხეულის მგრძნობიარე ნაწილებზე (მაგალითად მხრებსა და თეძოებზე), რაც განსაკუთრებით კომფორტულია გვერდზე მძინარეებისთვის. დამატებით, ასეთი კონსტრუქცია უზრუნველყოფს უკეთეს მოძრაობის იზოლაციას — იდეალურია წყვილებისთვის, რადგან პარტნიორის მოძრაობა ნაკლებად გადადის მთელ მატრასზე.
რბილი ზედა საფარი მატრასს ანიჭებს ფუფუნების შეგრძნებას და ქმნის საუკეთესო ბალანსს მკვრივი მატრასის მხარდაჭერასა და რბილი ზედაპირის კომფორტს შორის.
მთავარი უპირატესობები
• გაძლიერებული კომფორტი: რბილი ზედაპირი ქმნის ფუფუნების განცდას.
• წნევის განტვირთვა: ამცირებს დატვირთვას მხრებზე და თეძოებზე.
• მოძრაობის იზოლაცია: იდეალური წყვილებისთვის, რადგან პარტნიორის მოძრაობა არ იგრძნობა.
ვისთვის არის რეკომენდებული?
• გვერდზე მძინარეებისთვის: დამატებითი რბილობა იცავს მხრებს და თეძოებს.
• წყვილებისთვის: მოძრაობის იზოლაცია უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
• ვისაც საშუალოს რბილი ზედაპირი უყვარს:
რისი გათვალისწინებაა საჭირო?
• სიმაღლე: მატრასი არის სტანდარტულზე მაღალი
• სიმძიმე: მატრასი არის მაღალი და ასაწევ მექანიზმზე მხოლოდ მაღალი ამწეობის გაზლიფტის შემთხვევაში იქნება თანხვედრი.
ძირითადი მატრასი
(ქვედა ნაწილი - კარკასი)
ფენა | აღწერა |
---|---|
ზედა მხარე | შალითა (ბამბის შემცველობით) |
ზედა მხარე | 1 სმ ღრუბელი |
მატრასის გული | დამოუკიდებელი, ჭკვიანი, შეფუთული ზამბარა (Pocket Spring) – 18 სმ |
ქვედა მხარე | 3 სმ ბამბის ქეჩა (პოლიესტერი) |
ქვედა მხარე | შალითა (ბამბის შემცველობით) |
მატრასის ზედა ლეიბი
Pillow top
ფენა | აღწერა |
---|---|
შალითა | ბამბის შემცველობით ორივე მხარეს |
მემორი გელი | 2 სმ |
მემორის ქაფი (Memory Foam) | 5 სმ |
ბამბის ქეჩა | 5 სმ |
ნატურალური თექა | 1 სმ |
მახასიათებლები
პარამეტრი | მნიშვნელობა |
---|---|
სიმაღლე | 36 სმ |
ტიპი | ერთმხრივი |
წონის შეზღუდვა | 120+ კგ |
დიზაინი | მომხმარებლის არჩევით |
ტრანსპორტირების პირობები
ქალაქი | ღირებულება |
---|---|
თბილისი | უფასო |
ქუთაისი | 100 ₾ |
ბათუმი | 100 ₾ |
ფოთი | უფასო |
მატრასის სწორი მოხმარება
- მატრასი უნდა განთავსდეს სწორ, მყარ ზედაპირზე — არასასურველია დაზიანებული ფიცრები ან გაუთანაბრებელი ბაზა.
- რეკომენდებულია მატრასის შემობრუნება საათის ისრის მიმართულებით (შიგნიდან გარეთ) ყოველ 2–3 თვეში ერთხელ, რათა გახანგრძლივდეს ექსპლუატაციის ვადა.
- არ გამოიყენოთ მატრასი ზედმეტად ტენიან ან სველ გარემოში — ტენიანობა აზიანებს შიგთავსს.
- დაიცავით მატრასი დამცავით რათა თავიდან აიცილოთ ჭუჭყი და მტვერი.
- არ იაროთ ან არ იხრუნაოთ მატრასზე — ეს აზიანებს ზამბარების სისტემას.
- ქიმიური წმენდა არ არის რეკომენდირებული. გაწმენდისთვის გამოიყენეთ მშრალი ან ოდნავ ნესტიანი ქსოვილი.
✔️ სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენი მატრასი შეგიქმნით კომფორტულ ძილს და უფრო დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.
ცალმხრივი და ორმხრივი მატრასის განსხვავება
ცალმხრივი მატრასი / დელუქსი არის ცალმხროვი/
ცალმხრივი მატრასი ისეთი კონსტრუქციისაა, სადაც გამოყენებისთვის განკუთვნილია მხოლოდ ერთი მხარე. მეორე მხარე ძირითადად დამხმარე ფუნქციას ასრულებს (ქვედა საყრდენი ფენა).
- ზედა მხარე შეიცავს ყველა კომფორტულ და ორთოპედიულ ფენას (მაგ. მემორი ქაფი, გელი, რბილი საფარი)
- არ საჭიროებს გადაბრუნებას
- იდეალურია მათთვის, ვისაც არ სურს მატრასის პერიოდული გადაბრუნება
ორმხრივი მატრასი
ორმხრივი მატრასი გამოყენებადია ორივე მხრიდან. თითოეული მხარე შეიძლება განსხვავებული სიმკვრივის ან მასალის ფენებით იყოს შესრულებული.
- ერთი მხარე შეიძლება იყოს რბილი, ხოლო მეორე – უფრო მკვრივი
- გადაბრუნება რეკომენდებულია წელიწადში რამდენჯერმე, რათა მატრასი უფრო გამძლე იყოს
- უზრუნველყოფს მოქნილობას – მომხმარებელი თავად ირჩევს, რომელ მხარეზე დაიძინოს
- კარგია საოჯახო და სასტუმროს პირობებში – როცა საჭიროა მრავალფეროვანი არჩევანი (მაგ. მოზარდისთვის მყარი მხარე, უფროსისთვის რბილი მხარე)