Ideal აქლემის ბეწვზე საშუალოდ მკვრივი ორთოპედიული მატრასი
© Royal Georgia წარმოგიდგენთ Ideal —
ორმხრივ იდეალურ მოდელს
იდეალი არის საშუალოდ რბილი, ძლიერი და ბუნებრივი მასალებით გამორჩეული მატრასი. მოდელი შექმნილია აქლემის ბეწვზე დაფუძნებული ტექნოლოგიით და აერთიანებს ბუნებრივ სიმტკიცესა და ორთოპედიულ მხარდაჭერას. იდეალ მატრასს სხვა მატრასებისგან გამოარჩევს ქსოვილში ჩაკერილი დიდი რაოდენობით სოფტის ღრუბელი, რომელიც ბამბის ქსოვილს სიფაფუკეს უფრო მეტად სძენს.
Camel Hair Flexy
Camel Hair Flexy წარმოადგენს ბუნებრივ აქლემის ბეწვის ბაზაზე შექმნილ ფენას, რომელიც გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით, ჰაერგამტარობითა და გამძლეობით.
აქლემის ბეწვი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ბუნებრივი თერმორეგულატორი. იგი არეგულირებს ტენიანობას, ინარჩუნებს კომფორტულ ტემპერატურულ ბალანსს ოთხივე სეზონზე და მატრასს აძლევს სტაბილურ, ბუნებრივ სიმტკიცეს.
ბუნებრივი თბოიზოლაცია და სტაბილური გამძლეობა
რატომ არის თბილი?
- აქლემის ბეწვს აქვს ბუნებრივი თერმოიზოლაცია
- ინარჩუნებს სხეულის სითბოს
- იდეალურია ზამთრის მხარედ
- არ ატარებს სიცივეს
თუმცა მნიშვნელოვანია:
აქლემის ქეჩა არ ახურებს პლასტმასის მსგავსად. იგი ბუნებრივად სუნთქავს და ინარჩუნებს ბალანსს.
- შთანთქავს ტენს
- სწრაფად აორთქლებს
- არ ქმნის „ოფლიან“ ეფექტს
შედეგად — მატრასი თბილია, მაგრამ არ გხუთავს და უზრუნველყოფს კომფორტულ მიკროკლიმატს.
Mint Flexy
Mint Flexy არის სპეციალური მწვანე ელასტიური თექის ფენა, რომელიც მატრასს მატებს დამატებით სიმტკიცესა და ელასტიურობას.
ეს ტექნოლოგიური ფენა ხელს უწყობს წონის თანაბარ გადანაწილებას, აძლიერებს კონსტრუქციის სტაბილურობას და ზრდის მატრასის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.
| # | ფენა / მასალა | პარამეტრი |
|---|---|---|
| 1 | საზედაპირე ქსოვილი — ბამბის (ქსოვილში ჩაკერილია სოფტის ღრუბელი) | 4 სმ (ჩაკერილი) |
| 2 | ზედა ფენა — აქლემის ბეწვის თექა | 2 სმ • 1200 გრ |
| 3 | მწვანე ელასტიური თექა (Mint Flexy) | 2 სმ • 1200 გრ |
| 4 | ქეჩა | 0.5 სმ |
| 5 | შეფუთული ზამბარა (Pocket Spring) | 18 სმ ან 14 |
| 6. მეორე მხარე- უფრო მკვრივი მხარე - ელასტიური თექა - 2 სმ |
| მატრასის ტიპი | ორმხრივი |
| გამოყენება | ორივე მხარეს. |
| სიმაღლე | 28 სმ ± 1 სმ |
| სიმკვრივე | ცალი მხარე საშუალოდ რბილი, მეორე მხარე მკვრუვი |
| წონის დატვირთვა | 1 ადამიანზე მაქსიმუმ 150 კგ |
| გარანტია | 2 წელი |
| ექსპლუატაციის პერიოდი | 5-8 წელი |
არასტანდარტული ზომის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ ზუსტი სიგრძე და სიგანე სანტიმეტრებში. ფასი განისაზღვრება ცხრილში არსებული უახლოესი მეტობით (უფრო დიდი) ზომის მიხედვით.




