თქვენი კალათა ცარიელია!
როგორ ავარჩიოთ კარგი მატრასი წოლითი ჩვევების მიხედვით?
ჩვენ დღის მესამედს ძილში ვატარებთ. სწორედ ამიტომ, მატრასი როგორც ბიუჯეტურად ასევე ხარისხობრივად უნდა იყოს მორგებული და გათვალისწინებული თითოეულ ჩვენგანზე. მნიშვნელოვანი ფაქტორია: ძილში სხეულის განლაგება: მუცლის, მხრებზე თუ ზურგზე ძილის მოყვარული ხარ თუ არა?!
მატრასები არის ბევრნაირი, სხვადასხვა შიგთავსით და ზოგადად ძალიან რთულია არჩევა .
მატრასის არჩევისას უნდა მივაქციოთ ყურადღება ძილის დროს ადამიანი როგორ პოზიციონირებს. უყვარს მუცელზე, ზურგზე თუ გვერდულად წოლა.
ყველა სირბილე გამომდინარეობს უკვე წონიდან. რა წონა წვება მაგის მიხედვით მატრასის სირბილის შეგრძნებაც იცვლება.
როდესაც 1 ადამიანის წონითი კატეგორია ცდება 120 კგ-ს , მაშინ მანდ უნდა შეიძინოს დელუქსი და კლასიკ დუო რომ თავიდან აიცილოს გვერდის დეფორმაცია. ასევე უნდა გაითვალისწინოს ძალიან რბილი 6 სმ მემორი ქაფზე მეტი არ უნდა იყოს მატრასში, რომ ძალიან ღრმად არ ჩაეფლოს და გადაბრუნე- გადმობრუნების დროს ეს ანატომიურობა არ გახდეს შემაწუხებელი.
როცა მოზარდი წვება უნდა გაითვალისწინოთ მოზარდის წონაც, 2 წლამდე ბავშვებზე რეკომენდირებულია უზამბარო ბამბის ქეჩეზე აგებული მატრასები.
2 წლის შემდეგ კი ჰიბრიდული ტიპის შეფუთულ ზამაბარასთან კომბინირებული. ანატომიურობა უნდა იყოს მაქსიმალურად ნაკლები.
როდესაც სხვადასხვა წონა წვება ასევე აღსანიშნავია მატრასის ტრიალის აუცილებლობა, რომ თანაბრად მოხდეს მატრასის დაპრესვა და მხოლოდ ერთ მხარეს არ მიადგეს მაქსიმალური ცვეთა.
რაც შეეხება რბილ მატრასებს , რბილი მატრასის შიგთავსში იკვეთება მემორი ქაფი.
▫️მეხსიერების მქონე ქაფის გელი - იგივე memory foam gel - visco ნასას პროდუქტი, რომელიც 1966 წელს იქნა შემუშავებული.
ქაფი რომელიც სხეულის ტემპერატურაზე ლღვება და იმეორებს ადამიანის სხეულის კონტურს. ჩადის იმ ადგილში სადაც შეინიშნება ზეწოლა. სწორედ ამიტომ მატრასი ხდება კომფორტული და იდეალური სხეულისთვის. მათთვის ვისაც არ უყვარს მაგარი და მყარი მატრასები მემორით დამზადებული მატრასი იქნება იდეალური.
ერთ მხარეს 6 სმ მემორი უკვე საშუალებას იძლევა სასიამოვნო სირბილე შეუქმნას მატრასს.
გაითვალისწინეთ რომ მემორი უნდა იყოს მაღალი სიმკვრივის.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის მალე კარგავს ანატომიურ ფუნქციას.
ჩვენ ვიყენებთ მაქსიმუმი სიმკვრივის, სერტიფიცირებულ, უმაღლესი ხარისხის მემორის.
memory გელს აქვს ფუნქცია ლურჯი გრანულების მეშვეობით არ გამოიწვიოს ჭარბი ოფლიანობა. სწორედ შემადგენელი სპეციალური გრანულების მეშვეობით ახდენს თბორეგულაციას მეხსიერების გელი.