თქვენი კალათა ცარიელია!
Soft Foam, ასევე ცნობილი როგორც PU Foam (პოლიურეთანის ქაფი), არის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მასალა თანამედროვე მატრასებში. იგი გამოირჩევა რბილი სტრუქტურით, ჰაეროვანი შეგრძნებით და გამორჩეული მოქნილობით, რაც მას კომფორტული ძილისთვის იდეალურს ხდის.
Soft Foam ყველაზე ხშირად გამოიყენება მატრასების ზედა ფენებში, როგორც კომფორტის შრე. ასევე გვხვდება ორთოპედიულ და ბიუჯეტურ მოდელებში. მისი სტანდარტული სისქე მატრასებში მერყეობს 2 სმ-დან 5 სმ-მდე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო სქელი ფენაც იყოს.
PU Foam შეიძლება დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად დაიპრესოს ან დაკარგოს ფორმა, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის შემთხვევაში. ამიტომ საუკეთესოა მაღალი სიმკვრივის მასალის - 30 DN ან მეტი სიმკვრივის მასალის გამოყენება.