სასტუმროს ხაზის მატრასები ლეიბი

სასტუმროს ხაზი

სასტუმროს ხაზის მატრასები.

მატრასი ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი ძილის და მოსვენებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საოჯახო სფეროში ასევე სასტუმროთა ბიზნესში. ნებისმიერი ჩვენთაგანი დასვენებაში მოვიაზრებთ, განტვირთვას მშვიდ გარემოში და იდეალურ ძილს კომფორტულ საწოლში.

თუ მატრასი სასტუმროს არ აქვს კარგი ხარისხი, ყველა დაგვეთანხმებით რომ შთაბეჭდილება მეორე დღეს არცთუისე კარგი იქნება, რაც არ უნდა იდეალური ხედი ჰქონდეს აივნიდან.

ყველაზე მთავარი სასტუმროს ტიპის მატრასებში არის მდგრადობა, გამძლეობა და სასურველი სასიამოვნო სიმკვრივე.
გამომდინარე იქედან რომ ყველა მატრასი ინდივიდუალურად ერგება მომხმარებელს სასურველია სასტუმროში შეირჩეს საშუალო სირბილის, ან ორმხრივი მოდელი მკვრივი და რბილი მხარით. ასეთი მატრასი საშუალებას მისცემს მომხმარებელს თვითონ გადაწყვიტოს რბილზე ურჩევნია წოლა თუ მკვრივზე.

როცა ოჯახი მიდის დასასვენებლად და ჰყავთ მოზარდი. რბილზე წოლა მისთვის საზიანოა, სწორედ ამიტომ ჩვენი ორმხრივი მატრასები შექმნილია ასეთი შემთხვევისთვის. ბამბის დაპრესილი ქეჩა სწორედ მკვრივი მხარეა და მატრასის მეორე მხარეს მუდამ კეთდება, რათა ანატომიური მატრასი ჩაენაცვლოს მთლიანად ორთოპედიულით. ამით ჩავთვალოთ რომ სასტუმრო ყიდულობს ორ მატრასს ერთის ფასში. 

აქ გვინდა წარმოგიდგინოთ ის მცირე ჩამონათვალი სასტუმროების რაც დავაკომპლექტდეთ 2016 წლიდან დღემდე ჩვენი ორთოპედიული მატრასებით.