orthopedic mattress flora
ყველაზე ჰაეროვანი მატრასი
იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ჩაიძიროს მატრასის სირბილეში და დამღლელი დღის შემდეგ მიანდოს კომფორტის შექმნა მას.
ორმაგი ზამბარების სისტემა ანატომიურ ნედლეულთან ერთად ქმნის დამატებით ამორტიზაციასა და კომფორტს. თუ ერთხელ დაიძინებ მასზე — ნამდვილად დამოკიდებული გახდები და მოგინდება ყველგან თან ატარო.
ფლორას აქვს როგორც სტანდარტული შეფუთული ზამბარა ასევე ზედა ფენებს შორის მოთავსებულია მიკრო ზამბარა, რაც უფრო მეტ ამორტიზაციას და უფრო კარგ ჰაერის ცირკულაციას განაპირობებს.
მატრასის სპეციფიკაცია
ფენა | მასალა / აღწერა | სისქე |
---|---|---|
ზედა მხარე | ლატექსის ქსოვილი + 2 სმ სოფტის ღრუბელი | — |
ზედა მხარე | მემორი გელი | 4 სმ |
ზედა მხარე | მიკრო ზამბარა დამატებითი ამორტიზაციისთვის | 1.5 სმ |
ზედა მხარე | სოფტის ღრუბელი | 3 სმ |
ზედა მხარე | თექა | 0.5 სმ |
გული | შეფუთული ზამბარა | 18 სმ ან 14 სმ |
ქვედა მხარე | თექა | 0.5 სმ |
ქვედა მხარე | ბამბის ქეჩა, პოლიესტერი 2000 გრ | 3 სმ |
ტრანსპორტირება
ბათუმში შეკვეთის შემთხვევაში ფასს ემატება 100 ლარი, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას თბილისიდან მისამართამდე.
ინდივიდუალური შეკვეთა
ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო ზომა? შესაძლებელია დამზადდეს ინდივიდუალურად თქვენი მოთხოვნის მიხედვით.
ფასი განისაზღვრება უახლოესი უფრო დიდი სტანდარტული ზომის ღირებულების შესაბამისად.
მატრასის სწორი მოხმარება
- მატრასი უნდა განთავსდეს სწორ, მყარ ზედაპირზე — არასასურველია დაზიანებული ფიცრები ან გაუთანაბრებელი ბაზა.
- რეკომენდებულია მატრასის გადაბრუნება (ზემოდან ქვემოთ და შიგნიდან გარეთ) ყოველ 2–3 თვეში ერთხელ, რათა გახანგრძლივდეს ექსპლუატაციის ვადა.
- არ გამოიყენოთ მატრასი ზედმეტად ტენიან ან სველ გარემოში — ტენიანობა აზიანებს შიგთავსს.
- დაიცავით მატრასი დამცავით რათა თავიდან აიცილოთ ჭუჭყი და მტვერი.
- არ იაროთ ან არ იხრუნაოთ მატრასზე — ეს აზიანებს ზამბარების სისტემას.
- ქიმიური წმენდა არ არის რეკომენდირებული. გაწმენდისთვის გამოიყენეთ მშრალი ან ოდნავ ნესტიანი ქსოვილი.
✔️ სწორად გამოყენების შემთხვევაში, თქვენი მატრასი შეგიქმნით კომფორტულ ძილს და უფრო დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.
ცალმხრივი და ორმხრივი მატრასის განსხვავება
ცალმხრივი მატრასი
ცალმხრივი მატრასი ისეთი კონსტრუქციისაა, სადაც გამოყენებისთვის განკუთვნილია მხოლოდ ერთი მხარე. მეორე მხარე ძირითადად დამხმარე ფუნქციას ასრულებს (ქვედა საყრდენი ფენა).
- ზედა მხარე შეიცავს ყველა კომფორტულ და ორთოპედიულ ფენას (მაგ. მემორი ქაფი, გელი, რბილი საფარი)
- არ საჭიროებს გადაბრუნებას
- იდეალურია მათთვის, ვისაც არ სურს მატრასის პერიოდული გადაბრუნება
ორმხრივი მატრასი
ორმხრივი მატრასი გამოყენებადია ორივე მხრიდან. თითოეული მხარე შეიძლება განსხვავებული სიმკვრივის ან მასალის ფენებით იყოს შესრულებული.
- ერთი მხარე შეიძლება იყოს რბილი, ხოლო მეორე – უფრო მკვრივი
- გადაბრუნება რეკომენდებულია წელიწადში რამდენჯერმე, რათა მატრასი უფრო გამძლე იყოს
- უზრუნველყოფს მოქნილობას – მომხმარებელი თავად ირჩევს, რომელ მხარეზე დაიძინოს
- კარგია საოჯახო და სასტუმროს პირობებში – როცა საჭიროა მრავალფეროვანი არჩევანი (მაგ. მოზარდისთვის მყარი მხარე, უფროსისთვის რბილი მხარე)