სერვის

სერვისი

მიწოდება

  1. მატრასების მიწოდება მთელი თბილისის მასშტაბით არის უფასო, თუ ლეიბის ფასი 200 ლარს აღემატება.
  2. საქონელი მიეწოდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე 7  სამუშაო დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოხდება სრული თანხის გადახდა და თანხა აისახება კომპანიის ანგარიშზე.
  3. ძვირადღირებულ მატრასებზე ვრცელდება 1-2-წლიანი გარანტია.
  4. ჩვენს მომსახურებაში არ შედის მატრასის შენობაში შეტანა. მანქანიდან მომხმარებელი ახდენს მატრასის შეტანას.
  5. მიწოდება ხორციელდება დროის განსაზღვრულ ინტერვალში და არა ზუსტ საათზე. მიწოდებამდე დაგიკავშირდებათ ექსპედიტორი 1 საათით ადრე და შეგატყობინებთ ვიზიტის დროს. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მითითებულ მისამართზე არ იმყოფება, ექსპედიტორის მოლოდინის დრო შეადგენს 15 წუთს.

რატომ არ არის შეტანა და ატანა ჩართული ფასში?

ჩვენ ვმუშაობთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და არ ვთავაზობთ ზედმეტ, არასაჭირო სერვისებს. ყველა მომსახურებას აქვს თავისი ფასი — თუ სადმე გეუბნებიან, რომ შეტანა და ატანა უფასოა, ეს ნიშნავს, რომ ეს მომსახურება უკვე ჩასმულია პროდუქტის ღირებულებაში. პრაქტიკაში არავინ არ უზრუნველყოფს სერვისს უფასოდ.

მიწოდება რეგიონებში

სხვა რეგიონებში მატრასის ტრანსპორტირება ხორციელდება შეთანხმებით. ბათუმში ან ქუთაისში ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 100 ლარს, რომელიც მატრასის ფასს ემატება მომხმარებელთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

გაითვალისწინეთ!

გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ მატრასის არჩევას. შეკვეთის გაკეთებამდე გთხოვთ, ზუსტად გაზომოთ საწოლის შიდა ზომა, რომელზეც გამოიყენებთ შეძენილ მატრასს.

მომხმარებლებო!

შეძენის გაფორმება ჩვენს ონლაინ-მაღაზიაში შეგიძლიათ რამდენიმე გზით:

  • დაგვიკავშირდით კონსულტანტებთან ნომრებზე:
    +995 595 221 125  /  +995 514 221 144
  • ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ მესენჯერებში — WhatsApp და Viber.

Royal Georgia — თქვენი კომფორტი იწყება სწორად შერჩეული მატრასით.