ორთოპედიული მატრასი style
Click Image for Gallery
ორთოპედიული ცალმხრივი ბიუჯეტური მატრასი
სთაილი ბიუჯეტური ორთოპედიული მატრასი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს საიმედო, მყარ და კომფორტულ საძილე ზედაპირს ხელმისაწვდომ ფასად. სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი, იგი სრულყოფილად ერგება ხერხემალს და უზრუნველყოფს სწორი პოზიციის შენარჩუნებას მთელი ღამის განმავლობაში.
მთავარი მახასიათებლები
- ორთოპედიული მხარდაჭერა — ბამბის ქეჩისა და შეფუთული ზამბარების ჰიბრიდული სისტემა
- მკვრივი ზედაპირი — კომფორტული და გამძლე ყოველდღიური გამოყენებისთვის
- სპეციალურად შექმნილი მოზარდებისთვის, მაგრამ ასევე შესაფერისია მკცრივი ზედაპირის მოყვარულთათვის
შედგენილობა
- ზედაპირის ქსოვილი — ტრიკოტაჟი (ჩაკერილი 2 სმ სოფტის ღრუბელი)
- სოფტის ღრუბელი — 3 სმ
- ბამბის ქეჩა — 3 სმ 2000 გრ
- თექა — 0.5 სმ
- შეფუთული ზამბარა — 18 სმ
- ორმაგი ქეჩა დამატებითი გამაგრებისთვის
- ზედაპირის ქსოვილი ტრიკოტაჟი (ღრუბელი 0.07 სმ, სინტეფონი 60 გრ, უკსოვადი მასალა 40 გრ)
ტექნიკური მონაცემები
- სიმაღლე: 25 სმ
- წონის შეზღუდვა: 90–100 კგ-მდე ერთ ადამიანზე
- ტიპი: ცალმხრივი ორთოპედიული მატრასი
ცალმხრივი და ორმხრივი მატრასის განსხვავება
ცალმხრივი მატრასი
ცალმხრივი მატრასი ისეთი კონსტრუქციისაა, სადაც გამოყენებისთვის განკუთვნილია მხოლოდ ერთი მხარე. მეორე მხარე ძირითადად დამხმარე ფუნქციას ასრულებს (ქვედა საყრდენი ფენა).
- ზედა მხარე შეიცავს ყველა კომფორტულ და ორთოპედიულ ფენას (მაგ. მემორი ქაფი, გელი, რბილი საფარი)
- არ საჭიროებს გადაბრუნებას
- იდეალურია მათთვის, ვისაც არ სურს მატრასის პერიოდული გადაბრუნება
ორმხრივი მატრასი
ორმხრივი მატრასი გამოყენებადია ორივე მხრიდან. თითოეული მხარე შეიძლება განსხვავებული სიმკვრივის ან მასალის ფენებით იყოს შესრულებული.
- ერთი მხარე შეიძლება იყოს რბილი, ხოლო მეორე – უფრო მკვრივი
- გადაბრუნება რეკომენდებულია წელიწადში რამდენჯერმე, რათა მატრასი უფრო გამძლე იყოს
- უზრუნველყოფს მოქნილობას – მომხმარებელი თავად ირჩევს, რომელ მხარეზე დაიძინოს
- კარგია საოჯახო და სასტუმროს პირობებში – როცა საჭიროა მრავალფეროვანი არჩევანი (მაგ. მოზარდისთვის მყარი მხარე, უფროსისთვის რბილი მხარე)