BIO DUO

BIO DUO მატრასები

შპს როიალ-ჯორჯია წარმოგიდგენთ ორთოპედიულ, ზამთარ-ზაფხულის მატრასს BIO DUO.

მატრასი BIO DUO - სუფთა ორთოპედიული გადაბრუნებადი მატრასია.

ზამთარში ლატექსის მხარეზე წვებით ზაფხულში აბრუნებთ და ქოქოსის მხარეს.

ასეთი მატრასის ხანგრძლივი მომხარებისთვისაა რეკომენდირებული, რადგან გადაბრუნება ზოგადად მატრასს ერთგვარ განახლების ფუნქციას უქმნის. თან მომხმარებელს არჩევანის საშუალებას აძლევს შედარებით მყარი მხარე არის ქოქოსი. რბილი კი ლატექსი.

მატრასი BIO DUO - ში ქსოვილად (შალითად) გამოყენებული გვაქვს ჟაკარდი, რაც არაჩვეულებრივი მასალაა, საკმაოდ მყარი და გამძლე.

მისი დამზადების პროცესიც განსხვავებულია. ძაფები მჭიდროთ არის შექსოვილი ერთმანეთში , ამიტომ ქსოვილი გამოდის გამძლე და ფაქტურული. ჟაკარდი იდეალური მასალაა , რადგან ის თითქმის არ ცვდება, ინარჩუნებს პირველად სახეს და ფორმას, ადვილად იწმინდება და აქვს მდიდარი ფერთა გამა.

მატრასი BIO DUO - ში ორთოპედიულ ეფექტს ქმნის ჯიბის ზამბარები. სათითაოდ ნაჭრის ჯიბეებში მოთავსებული ზამბარებით აწყობილი. უნდა აღინიშნოს რომ ამ ტიპის ლეიბი გრძელვადიანი მოხმარებისთისაა რეკომენდირებული.

მატრასი BIO DUO - ს შემადგენლობაში როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იკვეთება ლატექსი, ლატექსის ლეიბი ალერგიით დაავადებულთათვის იდეალური ვარიანტია. ელასტიკური ბუნებიდან გამომდინარე, ამ მასალის ლეიბი სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზეწოლას თანაბრად ანაწილებს. ზოგადად, მიჩნეულია, რომ რაც უფრო სქელია ლეიბი, მით უკეთესია სხეულის რელაქსაციისთვის. ლატექსი ინარჩუნებს სითბოს და იდეალურია ზამთრის ცივი ღამეებისთვის.

შესაბამისად მატრასის ის მხარე სადაც ლატექსია ზამთრის მხარეა . ხოლო ზაფხულის ეფექტს ქოქოსის ქერქის ბოჭკო ქმნის, რაც ბუნებრივი მასალაა.

მყარი ელასტიურობის მქონე ქოქოსის ქერქის ფილა ხურდება ღუმელში 120° С -მდე. მაღალი ტემპერატურა უზრუნველყოფს ფირფიტების სტერილურობას, კლავს ნებისმიერ ბაქტერიას და მიკრობს. ის გამოიყენება ლეიბებებში ჰაერის უკეთ ცირკულირებისთვის რადგანაც 65% ჰაერს შეიცავს. ქოქოსის ბოჭკო არ გამოყოფს ტოქსინებს და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მავნე გავლენა იქონიონ პატარას კანზე ან სასუნთქ გზებზე. მატრასი BIO DUO როგორც ანტიბაქტერიული ბუშტი ანადგურებს ტკიპებს. ის გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის საჭირო უამრავი მნიშვნელოვანი თვისებებით. ქოქოსის ბოჭკო – ატარებს ჰაერს, რომელსაც არა აქვს სუნი, არ ილექება და არ შეიწოვება. ასევე არ იჩერებს სითხეს.

გახსოვდეთ იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებთ, ლეიბში ჩადებული სოლიდური ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია.

მატრასი  BIO DUO - ს დეტალური მონაცემები:

ჯიბის ზამბარა სიმაღლე 18სმ.

ჯიბის ზამბარა 255 ცალი 1მ2 .

ჯიბის ზამბარას ორივე მხრიდან შემოკრული აქვს 50 მმ-იანი ღრუბელი (50X160).

ჯიბის ზამბარიან სისტემაზე ორივე (ზედა და ქვედა) მხარეს დამაგრებულია მთლიანი (განუწყვეტელი) ქეჩა,ქეჩის წონა არანაკლებ 1000გრ/მ2.

ქეჩა ორივე მხარეს (ზედა და ქვედა) დამაგრებულია წებოთი ჯიბის ზამბარიან სისტემის ბლოკზე და ღრუბელზე.

ჯიბის ზამბარიანი სისტემის ბლოკის მთლიანი პერიმეტრი გამაგრებულია (დასტეპლირებული) რკინის ჩარჩოთი ორივე მხარე (ზედა და ქვედა).

ქეჩაზე დამაგრებულია ღრუბელი 2 სმ. (ზედა და ქვედა) ორივე მხარეს.

ღრუბელზე დამაგრებულია 100% ლატექსი 1 სმ (ზედა) ერთ მახარეს.

ღრუბელზე დამაგრებულია ქოქოსის ქერქის ბოჭკოვანი ბუნებრივი მასალა 1სმ (ქვედა) ერთ მხარეს.

ქსოვილი მატერია ორივე მხარეს (ზედა,ქვედა) ჟაკარდის,რომლის ქვეშ მიკერებულია არანაკლებ 0,8სმ-ი სისქის ღრუბელი,ღრუბელის ქვედა მხარეს თელა 200 გრ/მ2.

გვერდზე 4 ცალი საჰაერო

ორთოპედიული მატრასი შფუთულია (ვაკუუმ მდგომარეობაში) ცელოფნით.

ორთოპედიული მატრასის სიმაღლეა 24 სმ.

დაწერეთ თქვენი შეფასება

შენიშვნა: HTML ნათარგმნი არ არის!
    ცუდი           კარგი

შეიყვანე დამცავი კოდი
  • ნახვა: 5609
  • პროდუქტის კოდი: BIO DUO
  • ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია
  • 0.0

ხელმისაწვდომი პარამეტრები

ტეგები: ორთოპედიული მატრასი, ორთპედიული მატრასები. BIO DUO, საუკეთესო ხარისხის მატრასები, მატრასები, მატრასი,